მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ზაზა ვაშაყმაძე ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
16.11.2019
1 / 4


დღეს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიება გამართა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ტრადიციად დამკვიდრება 2016 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გადაწყდა. მაშინ საქართველოში არსებულ რელიგიურ კონფესიებს საქართველოს საპატრიარქომ, 2017 წელს ებრაულმა თემმა, ხოლო 2018 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ უმასპინძლა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინკათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური, სახარების რწმენის ეკლესიების, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე.

შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის დღე მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ, მისი თქმით დღევანდელი შეკრება კიდევ ერთხელ ცხადჰყობს იმ ტოლერანტულ გარემოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, საქართველო განსხვავებული რელიგიების მიმართ ტოლერანტული ქვეყანაა, რაც მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალია.

მუსლიმთა სამმართველოში მიწვეულმა სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და ხაზი გაუსვეს, რომ კონფესიებს შორის ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარებლობის, სიყვარულისა და მეგობრობის განმტკიცება სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მონაპოვარია.

ღონისძიების დასასრულს რელიგიურ ორგანიზაციებსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში ტოლერანტული გარემოს ხელშეწყობისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ.

1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით, 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების დამკვიდრებაა.