მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სომხური ეკლესია შობას და ნათლისღებას აღნიშნავს
06.01.2020
1 / 5


დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს  შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.

სადღესასწაულო მსახურება და წყალკურთხევა თბილისის სუბ გევორქის ტაძარში  გაიმართა. ხალხური ტრადიციისამებრ შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება. 

მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.