მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს დელეგაციასთან
11.10.2019
1 / 8


დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს (დიანეთი) უფროსის მოადგილესთან, დოქ. სელიმ არგუნთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი, რელიგიურ საქმეთა მრჩეველი, აჰმედ ერდემი, ყურანის შემსწავლელი საბჭოს თავმჯდომარე, ჰაფიზ ოსმან შაჰინი, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს თანაშრომლები.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ საქართველო-თურქეთის მეგობრობისა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს რელიგიური პოლიტიკის, 2014 წლიდან ჩვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ. სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს მუსლიმი თემის დაფინანსებისა და საკულტო ნაგებობების რესტიტუციის საკითხებზე. მისი განცხადებით, მუსლიმ თემს საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და  რიცხობრივად მეორე რელიგიას წარმოადგენს, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო აფასებს და უფრთხილდება მას. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე განიხილა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი და მასში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს აქტიურად ჩართულობის საკითხები.

თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მასპინძლობისა და ინფორმაციისათვის. დოქ. სელიმ არგუნმა ისაუბრა თურქეთში მოქმედ  სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ ყველა რელიგიას აქვს რწმენის თავისუფლება და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო ეხმარება მათ არსებული გამოწვევების მოგვარებაში. სტუმარმა მოიწონა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა, ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის დარეგულირების მნიშვნელობას. მისივე განცხადებით თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველო თანამშრომლობს 110 ქვეყანასთან რელიგიის სფეროში და საქართველოს სახელმწიფოს მოდელი ამ მიმართულებით ჯანსაღი და ეფექტურია.

დოქ. სელიმ არგუნის თქმით, სამწუხაროდ მსოფლიოში დამკვიდებულია ისლამოფობია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა კი წარმოადგენს ამ დამოკიდებულების პრევენციას.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა გამოთქვა სურვილი რელიგიის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის თაობაზე.