მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან
11.12.2019
1 / 5


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულ ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად  განხორციელებული პროექტების, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატისა და მისი ფუნქციონირების, ასევე ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ინფორმაციისათვის, მისი განცხადებით სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები ნათლად გადმოცემს საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები წარმოადგენს, მათ შორის რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება, სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი, მააკე ვან კოლდამის თქმით ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ამ მიმართულებით.