მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში
16.01.2020
1 / 7


2020 წლის 15 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და თბილისის საერთაშორისო ბაპტისტურმა ეკლესიამ, ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში. სააგენტოს ინიციატივით სკოლის აღსაზრდელებს- უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის 50-ვე მოსწავლეს, უკვე მესამე წელია, საახალწლო საჩუქრები და სააგენტოს მიერ ბრაილის შრიფტით გამოცემული ყოველწლიური ინტერრელიგიური კალენდრები გადაეცემათ. სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა სააგენტოსა და ამერიკული ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის.

აქციაში მონაწილეობდნენ: ამერიკული ბაპტისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩარლზ ჰობლიცი, მისი თანამშრომელი კახაბერ ჩხაიძე, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე.
სააგენტოს თავმჯდომარემ და ჩარლზ ჰობლიცმა, სკოლის დირექციასთან ერთად, უსინათლო ბავშვთა დახმარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომავალშიც გეგმავს 202-ე სკოლის მოსწავლეთა დახმარებას