მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში
23.12.2019
1 / 5


დღეს სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერითა და მონაწილეობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების, წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმი და საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა შალვა კეკელია ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში 100 მრავალშვილიან ოჯახს, პატრიარქის ნათლულებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები.