მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს ეწვია წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი
30.12.2019
1 / 1


28 დეკემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თბილისის საკრებულოში გამართულ მიღებაზე შეხვდა კარდინალ პიეტრო პაროლინის, რომელიც ოფციალური ვიზიტთით იმყოფება საქართველოში. ქართული კულტურული და რელიგიური ტრადიციებით მოხიბლულმა კარდინალმა, მოწვეულ სტუმრებს გადასცა პაპი ფრანცისკეს სალამი და კეთილგანწყობა ქართველი ხალხის მიმართ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, წმინდა საყდარი ერთ-ერთი პირველი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებიდან, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დიპლომატიური მისია გახსნა თბილისში. კარდინალ პაროლინის სიტყვებით, წმინდა საყდარი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რის დასტურადაც ის საოკუპაციო ხაზს ეწვია.