მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
მორიგი შეხვედრა სომეხ კათოლიკეთა წარმომადგენლებთან
30.12.2019
1 / 1


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ გამართა მორიგი შეხვედრა სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი, კარნიკ იუსეფი და მიხეილ ხაჩკალიანი.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს მიერ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები. მან ასევე სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.
რელიგიის სააგენტომ სტუმრებს გადასცა სიმბოლური საჩუქარი სააგენტოს მიერ გამოცემული ახალი წლის კალენდარი და საათი. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს მასპინძლობისათვის და მიიწვიეს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით.