მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ჰუმანიტარული დახმარება საჩხერის სკოლა პანსიონს
19.11.2019
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურისა და   საჩხერის ეპარქიაში, წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს გადასცეს დიდი რაოდენობით ტანისამოსი.

ღონისძიებაში, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდოამრის მოადგილე, გიორგი უკლება, ასევე, სტრატეგიული კვლევის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე დაინტერესდნენ ადგილობრივი სკოლა-პანსიონისა და მრევლის საჭიროებებით. მათი განცხადებით მსგავსი აქციები, სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჭიროების მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია საჩხერეში მეოთხედ იმართება.