მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
დღეს ილიაობა აღინიშნება
02.08.2019
1 / 1


დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველის, ელია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავენ. ეკლესიის სწავლებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად, მეორედ მოსვლის წინ კი იგი ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს. საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოში,  სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

          საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესვე წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს - უდიდესი ეროვნული მოღვაწის, აღიარებული მწერლისა და პუბლიცისტის, ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცდელობით, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ასე მიაგო პატივი მის გამორჩეულ ღვაწლს.

          დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა, პატრიარქის, რომლის სახელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის აღმავლობა, მისი ავტოკეფალიის აღდგენა  უკავშირდება.

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ილიაობას, განსაკუთრებული პატივისცემით ულოცავს ანგელოზის დღეს საქართველოს პატრიარქს  და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ქვეყნის საკეთილდღეოდ.