მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
დღეს გიორგობა აღინიშნება
23.11.2019
1 / 1


23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.

დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რაზეც XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიც მეტყველებს - არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.” ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა - წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველა მართლმადიდებელს.