მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სინოდის სხდომა გაიმართა
09.12.2019
1 / 4


7 დეკემბერს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა.

სინოდის სხდომას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევივის ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სინოდზე არსებული საკითხების განხილვის შემდეგ, სტუმრებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მიმართა ნინო ჭავჭავაძემ, მისი თქმით ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აქტიურად არის ჩართული ინტერრელიურ სათათბიროში, ასევე, მათი სასულიერო პირები მონაწილეობენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალ პროექტში - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომლის ფარგლებშიც ლუთერული ეკლესიის ოცამდე სასულიერო პირი გაივლის ქართული ენის სრულ კურს.

ნინო ჭავჭავაძის განცხადებით, რელიგიის სააგენტო მუდმივად ინტერესდება საქართველოში მოქმედ ყველა რელიგიური ორგანიზაციის საჭიროებებით და აქტიურად თანაშრომლობს მათთან, არსებული საკითხების მოგვარებისათვის.