მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
კათოლიკური ეკლესია დღეს ქრისტეშობას აღნიშნავს
25.12.2019
1 / 6


დღეს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის ლიტურგია გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ კათოლიკურ ტაძრებში.

ქ.თბილისში, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ეკლესიაში საშობაო ლოცვას  წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში ჟოზე-აველინო ბეტანკური, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.  სააგენტოს თავმდჯომარემ სასულიერო პირებსა და მრევლს ქრისტეშობა მიულოცა, ვატიკანის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისათვის.

ქ.თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების ტაძარში საშობაო ღამისთევას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა, მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე და სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ მათ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცეს.                                                                                

აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში გამართულ ღამისთევის ლიტურგიებს, რელიგიის სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები და თანამშრომლები დაესწრნენ.