მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქრისტეშობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძარში
07.01.2020
1 / 7


დღეს მართლმადიდებელი სამყარო განსაკუთრებულად ზეიმობს - საშობაო ლიტურგია იმართება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საშობაო სანთლები აციმციმდება ფანჯრებში, ჩვენ უდიდეს მოვლენას, მაცხოვრის შობას აღვნიშნავთ. ქრისტეს შობამ არა მხოლოდ ახალ წელთაღრიცხვას, არამედ ახალ სულიერებას, ახალ ადამიანს, ახალ ღირებულებით სისტემას დაუდო სათავე და სამყარო შეცვალა. შობის ყოველწლიური მისტერია იმედის სიმბოლოა, რომ ჩვენს გულებშიც იშვას მაცხოვარი, რომ რწმენამ და სიყვარულმა გაგვაერთიანოს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უძღვებოდა. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოფიციალური პირები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!