მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა
26.04.2018
1 / 4


დღეს, 26 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2018 წლის მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმთა თემის  წარმომადგენლები.

კომისიაზე განსახილველად წარდგენილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 45 საკითხი, რომელთაგან 41 დაკმაყოფილდა, სამს უარი ეთქვა, ხარვეზი ჰქონდა 1 საკითხს.

კომისიამ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 20 საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა მეჩეთების გადაცემას დადებითი რეკომენდაციები გასცა. ამ ეტაპზე მუსლიმთა სამმართველოს 202 მეჩეთი აქვს გადაცემული.