მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა
04.08.2017
1 / 1


დღეს, 4 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა დასაქართველოს ებრაელთა კავშირის  წარმომადგენლები. 

კომისიისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 29 წარდგენილი საკითხიდან 22 დაკმაყოფილდა, ხარვეზი ჰქონდა 5 საკითხს, 1 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო  ხოლო 1 საკითხი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს ებრაელთა კავშირის მიერ წარდგენილ ერთ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.