მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია
31.05.2017
1 / 5


დღეს, 31 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

კომისიისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 32 წარდგენილი საკითხიდან 28 დაკმაყოფილდა. ხარვეზი ჰქონდა 3 საკითხს, 1 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. მუსლიმი თემის მიერ სხდომაზე გატანილი 4 საკითხიდან 2 დაკმაყოფილდა,  ერთ საკითხს აღმოაჩნდა ხარვეზი, ხოლო ერთ საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ებრაელთა კავშირის მიერ წარდგენილ ერთ საკითხზე, ასევე, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის მიერ წარდგენილ 2 საკითხზე, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის 1 საკითხს აღმოაჩნდა ხარვეზი, ხოლო რაც შეეხება ეზიდთა სასულიერო საბჭოს 1 საკითხს კომისიამ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.