მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისია
24.03.2017
1 / 5


დღეს,  24 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა,  ევანგელურ-პროტესტანტული და ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 69 საკითხიდან 62 დაკმაყოფილდა. ხარვეზი ჰქონდა 4 საკითხს, 3 საკითხზე კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. მუსლიმი თემის მიერ სხდომაზე გატანილი 12 (აქედან 10 საკითხი შეეხებოდა მეჩეთების გადაცემას) საკითხიდან 11 დაკმაყოფილდა.  ერთ საკითხს აღმოაჩნდა ხარვეზი. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიერ წარდგენილი ერთი საკითხი დადებითად გადაწყდა, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის მიერ გამოტანილ საკითხს აღმოაჩნდა ხარვეზი. კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ებრაელთა კავშირის მიერ წარდგენილ ერთ საკითხზე და ასევე ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის  საკითხზეც.