მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
2016 წლის მესამე სხდომა - ქონებრივი და ფინანსური საკითხების კომისია
30.05.2016
1 / 1


30 მაისს, 13:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2016 წლის მორიგი - მესამე სხდომა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა, იუდეველური და ევანგელურ-პროტესტანტული თემის საკითხები განიხილებოდა. კომისიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მუსლიმთა თემის თოთხმეტი, იუდეველური თემის ერთი და ევანგელურ-პროტესტანტული თემის ერთი განცხადება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თოთხმეტი განცხადება დაკმაყოფილდა, ორს უარი ეთქვა, ორი  საკითხი გადაიდო ხარვეზის დადგენის გამო.