მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ქონებრივი და ფინანსური კომისია
2016 წლის 28 ნოემბრის ქონებრივი და ფინანსური კომისიის სხდომა
28.11.2016
1 / 3


დღეს,  28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მორიგი სხდომა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა, ებრაელთა თემის  წარმომადგენლები. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 34 საკითხიდან ხარვეზი ჰქონდა ორს, 2 საკითხზე კომისიამ უარყოფითი, 5 საკითხი არ იქნა განხილული, ხოლო 25 საკითხთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მუსლიმთა თემის მიერ სხდომაზე გატანილი 24 საკითხიდან 24-ივე დაკმაყოფილდა ( ბოლო ორი წლის განმავლობაში მუსლიმ თემს 150 სალოცავი გადაეცა), დადებითად გადაწყდა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ორივე საკითხი, მეშვიდე დღის ადვენტისტების ერთი საკითხი და დაკმაყოფილდა ებრაული თემისთვის სინაგოგის  გადაცემის თხოვნა.