მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
რელიგიის სააგენტოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
06.04.2017
1 / 3


დღეს, 6 აპრილს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც  საკულტო რელიგიური დანიშნულების ნაგებობათა დაცვისა და გამოყენების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში რელიგიურ-საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, ადგილმდებარეობის განსაზღვრის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობება-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებას, ახალგაზრდებში რელიგიური ტოლერანტული შემწყნარებლური გარემოს შექმნას და რელიგიის სფეროში ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს.