მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები


01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

1 მაისს, 13 საათზე,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვრცლად
15.04.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

ერთი წელი სრულდება რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა რელიგიის სააგენტო, რომლის მიზანია მკაფიოდ და ზუსტად განსაზღვროს სახელმწიფოს დამოკიდებულება სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ.

15 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის განხილვა შედგა ქართული უნივერსიტეტის წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში.

ვრცლად
03.04.2015
მემორანდუმი რელიგიის სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტს შორის

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტ "ალმა-მატერს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ და უნივერისტეტის რექტორმა, მამუკა თავხელიძემ. როგორც ხელმოწერის დასრულების შემდეგ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, რელიგიის სააგენტო სამომავლოდ აპირებს თანამშრომლობა გააგრძელოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. 

ვრცლად
02.07.2014
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმავლადიმერ პაპავამ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს ხელი. 

ვრცლად