მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები


10.08.2015
მემორანდუმი გაფორმდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

10 აგვისტოს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შემდეგ  არასამთავრობო ორგანიზაციებსა შორის: ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“) - აღმასრულებელი დირექტორი დემეტრე ლომაძე; ა(ა)იპ „თავისუფალი არჩევანი“ - თავმჯდომარე მანანა ბიწაძე-მიქელაძე; ა(ა)იპ „ასოციაცია: კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით“ - პრეზიდენტი თამარ კიკნაძე; ა(ა)იპ „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“- თავმჯდომარე გოდერძი ოთარაშვილი.

 

ვრცლად
31.07.2015
რელიგიის სააგენტოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანსაც მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელებითვის ხელშეწყობა წარმოადგენს. რწმენის თავისუფლება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის განხორციელება პენიტენციარული სისტემისა და საზოგადოდ, სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის მაჩვენებელია.

 
ვრცლად
13.05.2015
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  დღეს, 13 მაისს  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გააფორმა მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მემორანდუმის ტექსტს ხელი მოაწერეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.

ვრცლად
03.05.2015
შსს-ს აკადემიასა და რელიგიის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს აკადემიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მოაწერეს. განათლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მხარეთა მიერ სასწავლო პროექტების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე, სასწავლო პროექტების ფარგლებში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს.

ვრცლად
01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

დღეს, 1 მაისს, 13 საათზე,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, რექტორმა კახაბერ კორძაიამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვრცლად
01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტთან

დღეს, 1 მაისს, 13 საათზე,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვრცლად
01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან

1 მაისს, 13 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და  გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 

ვრცლად
01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 1 მაისს, 13 საათზე,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვრცლად
01.05.2015
მემორანდუმი გაფორმდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

 1 მაისს, 13 საათზე,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვრცლად