მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო
ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა
27.10.2016
1 / 3


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ქევანიშვილი. სათათბიროში გაერთიანებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა  მოისმინეს სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის  ინფორმაცია  მოსახლეობის საყოველთაო აღწერის  შედეგებზე დაფუძნებული და სააგენტოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის  მიერ მომზადებული პროექტის  - საქართველოს რელიგიური რუკა- შესახებ,  ორი ვარიანტი: პირველი - რეგიონული  მონაცემებით, მეორე - ქალაქისა და რაიონების მონაცემებით.  აღნიშნული  რელიგიური რუკის  წარდგენა საზოგადოებრიობის წინაშე მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.

                სააგენტოს თავმჯდომარემ სათათბიროს წევრებს გააცნო  ახალი პროექტი -  საქართველოში   მოქმედი   საკულტო   ნაგებობების   რუკა. შეხვედრაზე რელიგიური ორგანიზაციების მიერ გამოითქვა არაერთი საინტერესო მოსაზრება რელიგიური რუკის   ფორმისა და შინაარსის შესახებ. სათათბირომ  გადაწყვიტა,  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს მონაცემებს თითოეული რელიგიური ორგანიზაციის საკულტო ნაგებობების შესახებ.

                სათათბიროს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციები:

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
  • სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია;
  • საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;
  • საქართველოს ებრაელთა კავშირი;
  • საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
  • საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
  • სახარების რწმენის ეკლესია;

                სხდომაზე საგანგებოდ აღინიშნა რუკის მომზადებაში საქართველოში მოქმედი მცირერიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.