მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
საქართველოს სახარების ქრისტიან ­ ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი
შეხვედრა ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებთან
10.10.2019
1 / 5


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის შეხვედრა საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან. 

შეხვედრას ესწრებოდნენ: გია კანდელაკი -  საქართველოს სახარების რწმენის ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი, ნიკოლაი ვოზიანი - მოლდოვას რესპუბლიკა, იგორ ბანდურა - უკრაინა, ერიკი ტამმი - ესტონეთის რესპუბლიკა, რიმა ტამმი - ესტონეთის რესპუბლიკა, ასატურ ნაგაბეკიანი - სომხეთის რესპუბლიკა, ივან ლეპეშა - ბელორუსიის რესპუბლიკა, ალექსანდრე შიშკინი - ყაზახეთის რესპუბლიკა, ვლადიმირ მისკევიჩი - რუსეთის ფედერაცია.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობით. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მათ გააცნო სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ისაუბრა სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე; კერძოდ: სახელმწიფოს მიერ კონფესიათა დაფინანსებაზე, ინტერრელიგიური სათათბიროსა და სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“  ფორმატში თანამშრომლობაზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმრებს გადასცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების ამსახველი ვიდეომასალა და აღნიშნა, რომ გარდა ტერიტორიების მიტაცებისა, რაც ჩვენი დიდი ტკივილია, აფხაზეთსა და ცხინვალში ირღვევა ქართველ მართლმადიდებელ მორწმუნეთა ლოცვის უფლება და ხდება ქართული კვალის მიზანმიმართული განადგურება.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს სააგენტოს მიერ გამოცემული ფოტოალბომი - „რელიგიები საქართველოში“ და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახარების რწმენის ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი  ის რელიგიური ორგანიზაციაა, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს საქართველოში ტოლერანტული გარემოს განმტკიცების საქმეში.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის.