მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ყურბან ბაირამის დღესასწაული თბილისის ჯუმა მეჩეთში
12.08.2019
1 / 5


საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლოს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მუსლიმ მრევლს.

მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალწლიან ტრადიციას საქართველოში.

“საქართველოს ძლიერება არის მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის დროს ვართ ერთ მუშტად შეკრულნი და სიხარულის დროს ერთმანეთს ვუზიარებთ ამ განცდას. ჩვენი ვალდებულებაა, ეს ტრადიციები გადავცეთ მომავალ თაობებს. ყურბან ბაირამი იმედის, სიყვარულის და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაულია. ჩემთვის უდიდესი პატივია მოგილოცოთ ეს დღესასწაული. სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ამ დღესასწაულს აღნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მინდა მათ მივულოცო. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ჯუმა მეჩეთში ღონისძიებას სასულიერო პირები, დიპლომატები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ესწრებოდნენ.