მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტრენინგი - ზ.ჟვანიას სახელობის სკოლის პედაგოგებისათვის
19.07.2019
1 / 6


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა სემინარები გამართეს ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პედაგოგებისთვის. მოხსენებები საქართველოში ადამიანის უფლებებისა და რელიგიური მრავალფეროვნების, რელიგიურ ორგანიზაციათა მდგომარეობის შესახებ სააგენტოს სტრატეგიული კვლვის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტებმა,: ზვიად ტყაბლაძემ და სერგო ფარულავამ, სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა წაიკითხეს.

სემინარები ჩატარდა რელიგიის სააგენტოსა და ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში - სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომელიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.