მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
თბილისის ეზიდთა ტაძარში თეოლოგიური აკადემია გაიხსნა
17.06.2019
1 / 5


16 ივნისს, თბილისის ეზიდთა ტაძარში „ტავაფა ეზიდის“ სატაძრო დღესასწაული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა და ტაძრის გუმბათის წვერზე ფერადი ქსოვილებისგან დამზადებული ძღვენი აღიმართა. დღესასწაულს ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე. საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგებისა და კონფესიების სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდური დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასრულების შემდგომ, ოფიციალურად გაიხსნა „იეზიდების თეოლოგიური აკადემია“ სადაც მოხდება სასულიერო პირების, ღვთისმეტყველების, პედაგოგების, მეცნიერების მომზადება; საღვთისმეტყველო დისციპლინების და არაბული ენის სწავლება.

ეზიდურ ტაძართან, ასევე გაიხსნა ქართულ-ეზიდური მეგობრობის სკვერი.

ტაძრის დღესასწაულზე შეკრებილ ეზიდ თემსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ზაზა ვაშაყმაძემ, მან ეზიდ თემს „ტავაფა ეზიდი“ მიულოცა, სააგენტოს თავმჯდომარემ თბილისის ეზიდური ტაძრის რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით -  ახლად გახსნილი „ეზიდების თეოლოგოიური აკადემია“ მეტ შესაძლებლობებს მისცემს ეზიდ თემს, მოამზადონ ადგილობრივი სასულიერო პირები და თეოლოგები. სააგენტოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო მუდმივად გვერდში უდგას ეზიდ თემს, ეხმარება მათ წინაშე არსებული საკითხების მოგვარებაში და მუშაობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.