მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთისა და წალის ახალ ვიკარიუსთან
18.07.2019
1 / 5


დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სამხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ახალ ვიკარიუსთან, ვარდაპეტ მაღაქია ამირიანს შორის. შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ვარდაპეტ მაღაქია ამირიანს მიულოცა ახალ ვიკარიუსად არჩევა, მან სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

ვიკარიუსმა ვარდაპეტმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის, სამცხე-ჯავახეთის  ეპარქიალური ვიკარიუსი ვარდაპეტ მაღაქია ამირიანი ოფიციალურად 20 მარტს გახდა. იგი  2008 – 2011 წლებში სასომხეთის სასულიერო სემინარიას ხელმძღვანელობდა და ასევე მოღვაწეობდა არგენტინის სომხურ თემში.