მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან
15.08.2019
1 / 9


დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში რელიგიური პოლიტიკის, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევების თაობაზე.

საბინე მახლი მიესალმა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას, მოიწონა სააგენტოს პროექტები, რომელთაგან გამოყო ინტერ-რელიგიური დიალოგის ფორმატი. მისი განცხადებით, იგი უნიკალურია თავისი შინაარსით. სტუმარმა ისაუბრა გაეროს ახალი დღის წესრიგის შესახებ, რომლის გათვალისწინებით 2030 წლისთვის გაეროს წინაშე არსებული ამოცანების განხორციელება უნდა მოხდეს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობისა და გენდერული ნიშნის გათვალისწინებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში, ახლად შექმნილ ინტერ-რელიგიურ საბჭოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.