მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა ჩეხეთის ელჩთან
05.08.2019
1 / 7


დღეს, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პეტრ მიკისკასთან.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონ მიკისკას გააცნო სააგენტოს საქმიანობა და რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო ნაგებობების გადაცემის საკითხებზე, ასევე, სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული ტრენინგების შესახებ. ზაზა ვაშაყმაძე დაინტერესდა ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული რელიგიური რესტიტუციის, განათლებისა და ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით.

ჩეხეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს ინფორმაციისათვის, მან ზაზა ვაშაყმაძეს მიაწოდა ინფორმაცია ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედი რელიგიური პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესახებ. პეტრ მიკისკას განცხადებით,  ჩეხეთის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და რელიგიის სფეროში თანამშრომლობა ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულობს. შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო, უახლოეს პერსპექტივაში რელიგიის სააგენტოს ვიზიტს ჩეხეთის რესპუბლიკაში, კოლეგა ორგანიზაციასთან შეხვედრისა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისათვის.