მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში
10.04.2019
1 / 1


ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალქო უფლებების ოფისის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიური დისკრიმინაციის საკითხებზე - ერიკ ტრინთან.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ 2018-20წწ. სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, რელიგიური ორგანიზაცების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმები.

სააგენტოს თავმჯდომარემ ერიკ ტრინს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპრებულ რეგიონებში რელიგიური დისკრიმინაციისა და იქ არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ, მიაწოდა ვიდეო მასალა სადაც ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა, ასევე საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული ფოტო ალბომი - „რელიგიები საქათველოში“ და რელიგიი საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2017-18წწ. ანგარიში.

ერიკ ტრინმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვისა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტების გამო, მან დაგმო ქართული მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში კულტურული იდენტობის მოშლის ვანდალური აქტები. იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ამ მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს ერიკ ტრინმა გამოთქვა სურვილი საქრთველოში ვიზიტისა და ქართული რელიგიური პოლიტიკის გაცნობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავების შესახებ, როგორც ლოკალურ ასევე რეგიონალურ დონეებზე.