მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემული ალბომი გადასცეს
27.09.2019
1 / 20


            საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.  ზურაბიშვილმა ტრამპს საჩუქრად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი, „რელიგიები საქართველოში" აჩუქა.

            ესაა ალბომი, სადაც პირველადაა თავმოყრილი საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული თემის, ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, მუსლიმანური თემის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, იეზიდთა თემის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების საკულტო ნაგებობების ფოტოები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები.  ალბომში შესულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ძეგლები. ფოტოალბომის პრეზენტაცია 2019 წლის 7 თებერვალს გაიმართა და რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

            აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლეს. ოფიციალური მიღება ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად ყოველწლიურად იმართება.