მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
მემორანდუმები
თანამშრომლობის მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან
09.08.2019
1 / 11


დღეს გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNISEF) წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 მემორანდუმის საგანია ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის ხელშეწყობა რელიგიური დენომინაციების  ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის გზით და ამ მიმართულებით მხარეთა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერება.  

 მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციის და დაცვის ხელშეწყობის მიზნით - რელიგიურ ლიდერებთან თანამშრომლობის დამყარებას; რელიგიის სააგენტოსთან არსებულ ინტერრელიგიურ სათათბიროში თემატური შეხვედრების ორგანიზებას სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების მონაწილეობით; ბავშვის უფლებათა შესახებ რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლებასა და მათი როლის გაზრდის ხელშეწყობას; რელიგიურ დენომინაციებისთვის  ბავშვის უფლებებზე ერთობლივი ტრენინგების,  სემინარების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და ჩატარებას; მხარეთა შეთანხმებისა და ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე  რელიგიური დენომინაციებისათვის ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის სფეროში ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედგენას.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს რელიგიურ კონფესიებთან საქართველოში, რადგანაც რელიგიურ ლიდერებს აქვთ გავლენა მრევლზე, შესაბამისად მათ შეუძლიათ  მიაღწიონ დადებით ცვლილებებს საზოგადოებაში და დიდი წვლილი შეიტანონ ბავშვის უფლებების პოპულარიზაციის  და ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარების მნიშვნელოვანად გაუმჯობესების საქმეში“, ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი.