მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.geo.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
ინტერრელიგიური სათათბირო


ინტერრელიგიური სათათბირო

სააგენტოსთან შეიქმნა და ფუნქციონირებს ინტერრელიგიური სათათბირო, რომელშიც მონაწილეობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით, კერძოდ:

  1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
  2. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
  3. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
  4. ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  5. საქართველოს ებრაელთა კავშირი;
  6. თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია
  7. საქართველოს სახარების ქრისტიან ­ ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი 
  8. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
  9. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია; 
  10. საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
  11. საქართველოს იეზიდთა სასულიერო კრება
  12. კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება; 

სათათბირო პერიოდულად იკრიბება და მსჯელობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე.


წევრები


სიახლეები


08.05.2019
დღეს ინტერ-რელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, კათოლიკური ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის,
ვრცლად
11.01.2019
ინტერ-რელიგიური სათათბიროს სხდომა
დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურისა და სამართლებრივი 
ვრცლად
27.10.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ქევანიშვილი. სათათბიროში გაერთიანებულმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა  მოისმინეს სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის  ინფორმაცია
ვრცლად
03.10.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
მთავრობის კანცელარიაში ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერი  ქეთრინ ქოსმანი და საქართველოში ამერიკის ელჩის  ახლად დანიშნული მრჩეველი რაიან კოენიგი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული  ინტერრელიგიური სათათბიროს  წევრებს შეხვდნენ.
ვრცლად
09.06.2016
ინტერრელიგიური სათათბიროს წევრების შეხვედრა ბატონ ოპასკისთან
საქართველოში ვიზიტად მყოფი რუმინეთის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო მდივანი ვიქტორ ოპასკი 8 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებს შეხვდა. სტუმარმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს ფუნქციასა და საქმიანობაზე. ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესდნენ კონკრეტული საკითხებით და მასზე რუმინეთის რელიგიის სამდივნოს პოზიციითა და რეაგირებით. შეხვედრის დასასრულს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, მადლობა გადაუხადა სტუმარს და დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს თანამშრომლობა რუმინეთის შესაბამის სტრუქტურასთან. 
ვრცლად
10.12.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდთან
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თანამშრომლები და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამის მენეჯერ ნათია ბერძენიშვილსა და ფონდის დამოუკიდებელ ექსპერტს ესპანეთიდან, ჯემა პინიოლ პუიგის შეხვდნენ.
ვრცლად
12.10.2015
ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა
12 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს სხდომა. განიხილეს ორი საკითხი: 1. რელიგიური ორგანიზაციების მიერ ტოლერანტობის სკვერში განსათავსებელი სკულპტურული კომპოზიციის შესარჩევ სარეკომენდაციო  ჯგუფში კანდიდატების დაასახელება. 2.რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო საკითხები.
ვრცლად