რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში

ზაზა ვაშაყმაძის ვიზიტი ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს არაებრაული რელიგიების საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ - იაკოვ სალამესთან ორივე მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა.

ისრაელი ის ქვეყანაა, სადაც რელიგიის თემა განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, გამომდინარე იქიდან, რომ წმინდა მიწა რელიგიათა სამშობლოა და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს იქ წმინდა ადგილები აქვთ. სწორედ ამიტომ, ისრაელის შსს წარმომადგენელის თქმით, პრობლემის მოგვარებისას კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და სხვა ფაქტორებს ითვალისწინებენ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ საქართველოში რელიგიების მდგომარეობის თაობაზე მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, ბატონმა სალამესმა აღნიშნა, რომ ისრაელშიც, ასევე, დიდი ყურადღებ აექცევა რელიგიათა შორის დიალოგს და კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. სახელმწიფო ეხმარება მათ საკულტო ნაგებობების მშენებლობა/რესტავრაციაში, შსს-ს არაებრაული რელიგიების საქმეთა დეპარტამენტი რელიგიური ლიდერებისთვის სალექციო კურსებისთვის უნივერსიტეტიდან შესაბამისი დარგის პროფესურას იწვევს; მიმდინარეობს მუშაობაი ნტერ-რელიგიური საბაკალავრო ხარისხის შემუშავებაზე; სკოლებისათვის შექმნილია სახელმძღვანელო ტოლერანტული კულტურის ასამაღლებლად,; დეპარატმენტი გასცემს რელიგიურ ვიზებს - სამუშაო ვიზებს სასულიერო პირებისათვის, აგრეთვე, ეხმარება კონფესიებს საკუთარ სამრევლოებთან ურთიერთობაში იმ სახელმწიფოებშიც, რომელთანაც ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს (მაგ.: პალესტინა და იორდანია); დეპარტამენტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო მაცხოვრის აღდგომის ტაძრის რესტავრაციის პროცესში; ასევე, აქტიურად თანამშრომლობენ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით ცეცხლის გადმოსვლის დროს; დეპარტამენტთან არსებობს რელიგიათა საბჭო, რომელიც ახორციელებს რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობის პროექტებს და მაგალითს აძლებს მრევლს. ამ საბჭოს ფარგლებში დეპარტამენტს დაჰყავს რელიგიური ლიდერები სხვადასხვა ადგილებში ურთიერთტოლერანტობისა და დიალოგის გასაღრმავებლად (საავადმყოფოებში, ბავშვთა სახლებში, ყავდათ პოლონეთში კულტურის გასაცნობად, და სხვ.).

შეხვედრის დასასრულ, მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, ისრაელის რელიგიური საბჭოსა და საქართველოს ინტერრელიგიური სათათბიროს დაახლოების თაობაზე, ერთმანეთის  საქმიანობის გაცნობა - შესწავლა და სახელმწიფოთა მხრიდან ამგვარი ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა.


უკან