რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ

ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი მარნეულის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ

            რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს ეწვივნენ. ზაზა ვაშაყმაძემ დაათვალიერა მეორე ქესალოში მდებარე, მუსლიმთა სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული კომპლექსი - მეჩეთი და მედრესე, სადაც ამ დროისთვის  60 მოწაფე სწავლობს.

            მედრესეს დირექტორმა ნატიკ ალიევმა სტუმრებს დაათვალიერებინა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ოთახები, რის შემდეგაც მოუთხრო გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ რელიგიური საგნების გარდა, ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ინგლისურსა და ინფორმატიკას, ხოლო უფროსი ასაკის მოსწავლეთათვის კი გახსნილია ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებებლი კურსები.

            რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ გამოთქვა სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი, რაც, მისი თქმით, ორივე მხარეს სასიკეთოდ წაადგება.

 


უკან