რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მეორე მინისტერიალი გაიმართა

ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მეორე მინისტერიალი გაიმართა

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მასპინძლობითა და პატრონაჟით რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი  - „Ministerial to Advance Religious Freedom” - გაიმართა. საერთაშორისო ფორმატის მინისტერიალი მეორედ აშშ-ის სახელმწიფოს ინიციატივით ჩატარდა, რომელშიც 200-მდე ქვეყნის საგარეო და რელიგიურ საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელი პირებისაგან შემდგარმა დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს სახელმწიფოს დელეგაციას წარმოადგენდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს სახელმწიფოს საელჩო აშშ-ში. 

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მან ყურადღება გაამახვილა რელიგიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს, როგორც   სხვადასხვა კულტურათა და რელიგიის  ისტორიულ დამაკავშირებელზე და შემწყნარებლობის ტრადიციაზე. 
 
დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე, მათ შორის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის, რელიგიური ხასიათის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისა და ხელყოფის ფაქტებზედავით ზალკალინმა ხაზი გაუსვა საქართველოში მოქმედი რელოგიური ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩთან რელიგიის თავისუფლების საკითხებში სამუელ ბრაუნბეკთან.

შეხვედრაზე ელჩმა დადებითი შეფასება მისცა და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მინისტერიალში მონაწილეობისთვის, რომელიც მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხებს შეეხება.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა რელიგიის თავისუფლებისა და შემწყნარებლობის საკითხებში  საქართველოს მდიდარ ისტორიულ გამოცდილებას. 

მაიკ პომპეუს გამოსვლა რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე.
 
სახელმწიფო მდივანი პომპეო: მადლობას ვუხდი სამუელ ბრაუნბეკს. საღამო მშვიდობის. მიხარია ყველას ერთად რომ გხედავთ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ რელიგიის თავისუფლების ხელშესაწყობად. ვფიქრობ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მდივანი აზარიც აქ არის, რომელიც  რელიგიის თავისუფლებისათვის ამ ბრძოლაში კიდევ ერთი მოკავშირეა.

ასევე განსაკუთრებული სალამი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და რელიგიურ ლიდერებს, უცხოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც შემოგვიერთდით ამ დიდ ღონისძიებაში.

მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ რომ ეს ორი დღე ყოფილიყო განსაკუთრებული და წარმატებული. თქვენ ნამდვილად თავისუფლების წინა ხაზზე ხართ.

დღეს, ამ საღამოს, თქვენ ქმნით ისტორიას. ეს უკვე მეორეჯერ ხდება აქ სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს სახელმწიფო დეპარტამენტში ყველაზე დიდი შეკრებაა ადამიანის უფლებათა საკითხებზე.

თქვენი დასწრება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რწმენა მნიშვნელოვანია.

თაყვანისცემის, შეკრების, განხორციელების და საკუთარი რწმენის სწავლების უფლება უდავოა და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ თავისუფლებაზე, დავიცვათ იგი როგორც შეგვიძლია.

თქვენ ყველამ იცით, რომ ჩვენი საქმე ადვილი არაა. ხალხი ვინც ამ სცენაზე დგას ჩემზე უკეთ იცის ეს და ამას მინისტერიალის ფარგლებში ბევრ სხდომაზე მოისმენთ. ირანის ისლამური რესპუბლიკიდან დაწყებული, ჩინეთამდე, კუბამდე და მის ფარგლებს გარეთ, რელიგიის თავისუფლების დარღვევები კვლავ ძალიან საერთო და ფართოდ გავრცელებულია.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ განუყოფელი უფლებების დაცვა, როგორიცაა რელიგიის თავისუფლება, რეალურ პრიორიტეტად დაისახა.

და ამაზე დეტალურად მისაუბრია ბევრ ადგილას და ჩემი კოლეგები ბევრს მუშაობენ, არ იშურებენ დროსა და რესურსებს, რათა გააერთიანონ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ამ მნიშვნელოვანი საქმის გარშემო. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ არაფერია საჭირო გარდა ყველა მთავრობის ძალისხმევისა.

მეორეს მხრივ ძალღონეს არ ვიშურებთ მსოფლიოს ყველა ერში, ყველა ქვეყანაში, სადაც რელიგიის თავისუფლება ირღვევა, გავააქტიუროთ მასობრივი მოძრაობები ცვლილებისაკენ. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისმენს ამ მოწოდებას. ისინი აქტიურობენ თავიანთ საზოგადოებაში და აცხადებენ, რომ მზად არიან იბრძოლონ ამ მნიშვნელოვანი თავისუფლებისათვის.

დღეს ჩემთვის დიდი პატივია ეს სცენა დავუთმო იმ მამაკაცებსა და ქალბატონებს, რომლებმაც აჩვენეს, თუ რამდენად შეუძლია თითოეულ ჩვენგანს  ამ კეთილშობილური საერთო საქმის ხელშეწყობა. თუ რელიგიის თავისუფლების მომავალი მყარ საფუძველს ეყრდნობა, ეს იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც დღეს ჩემთან ერთად დგას ამ სცენაზე.

თუ იმას ვიტყვით რომ თითოეული მათგანი მამაცია - ეს უხეში გამონათქვამი იქნება. თუ ვიტყვით, რომ მათი საქმე ძნელია ეს ახლოსაც კი ვერ მივა მასთან.

თითოეულ მათგანს აქვს ისტორია, ამბავი, რომელსაც ელჩი ბრაუნბეკი მოგვითხრობს ცოტა მოგვიანებთ. თითოეული მათგანი ცნობილია მათი არაჩვეულებრივი ადვოკატირებისათვის.

მათ თავიანთი რეპუტაცია, პირადი კომფორტი, საკუთარი კეთილდღეობა და ზოგიერთ შემთხვევაში სიცოცხლეც კი რისკის ქვეშ დააყენეს, რათა უცხო ადამიანებს დახმარებოდნენ, რომელთაგან ბევრი მათგანი განსხვავებული რწმენის მატარებელია.

ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, რომლებიც მუშაობენ იურისტებად, დიპლომატებად, იმამებად, არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორებად მხოლოდ საერთო მისიისთვის: დაიცვან რელიგიური უმცირესობები და რელიგიის თავისუფლება და განუყოფელი უფლებები.

არ მინდა სიტყვა წავართვა ელჩ ბრაუნბეკს - მას უფრო მეტი აქვს სათქმელი ამ არაჩვეულებრივი ადამიანების შესახებ. მხოლოდ ერთ რამეს აღვნიშნავ მათ შესახებ: ვინც ახლა, ამ საღამოს  ჩემთან ერთად სცენაზე დგას არ უცდია ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ვერ ვიქნები თავმდაბალი და მაქვს პატივი ამ საღამოს ვაღიარო მათი ქმედებები  პირველად დაწესებული რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ჯილდოთი.

ვიმედოვნებ, რომ ამ ჯილდოს მეშვეობით, სტიმულს მივცემთ სხვებს ჩაერთონ ამ საერთო საქმეში. სამყაროს სჭირდება ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ამ საოცრად განსაკუთრებულ საქმეს გააკეთებენ. მივმართავ ყველა ჩვენს ლაურეატს, მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.


უკან