რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

ტრენინგი ტელე-ჟურნალისტებისათვის

ტრენინგი ტელე-ჟურნალისტებისათვის

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით მოეწყო ტრენინგი „ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით“

ტრენინგები 2018-20 წწ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმართება, დღეს ტელე-ჟურნალისტებისათვის მესამე დასკვნითი სემინარი გაიმართა, რომელშიც ტელევიზიების: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, ობიექტივისა და ერთსულოვნების ჟურნალისტები მონაწილებდნენ. აღნიშნული ტრენინგები რეგიონულ დონეზე მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

სემინარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი ლელა ფირალიშვილი და იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი დავით დავითაშვილი უძღვებოდნენ. ტრენინგის ძირითადი თემები „ვიზუალური კომუნიკაცია და რელიგიური ნიშნები“ ასევე  რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ, ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.


უკან