რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შსს-ს აკადემიაში ტრენინგები გრძელდება

შსს-ს აკადემიაში ტრენინგები გრძელდება

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს ტრენინგებს - ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის  2017-2018 წ.წ. ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების გადამზადების მიზნით რელიგიური შემწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად .

31 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგი - ,,ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა".  

 ლექცია თემაზე - „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა“ - წაიკითხა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მთავარმა იურისტმა ვალერიან ლილუაშვილმა; საქართველოში გავრცელებულ რელიგიებსა და მათ ისტორიაზე მსმენელებს ესაუბრა სააგენტოს საინფორმაციო - ანალიტიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სერგო ფარულავა; თემაზე - რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით - ლექცია წაიკითხა რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა დავით დავითაშვილმა. ლექციების შემდეგ, ტრადიციულად,  სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს მსმენელთა კითხვებს.

ტრეინინგის მესამე სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები,  კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის 50 თანამშრომელი


უკან