რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა თურქეთის რელიგიის საქმეთა დირექტორატის პრეზიდენტთან

შეხვედრა თურქეთის რელიგიის საქმეთა დირექტორატის პრეზიდენტთან

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი, დელეგაციაში შედიან: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და ამავე სამსახურის რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორი სერგო ფარულავა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა დირექტორატის პრეზიდენტ პროფესორ, დოქტორ ალი ერბაშთან შეხვედრა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა დოქტორ ალი ერბაშს, მოკლედ გააცნო საქართველოში რელიგიური მდგომარეობა და სტატისტიკა, ასევე რელიგიის სააგენტოს სტრუქტურა, ინტერრელიგიური სათათბიროს ფუნქციონირება, ფინანსური დახმარებისა და მეჩეთების გადაცემის საკითხები, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის მხარდასაჭერად  გადადგმული ნაბიჯები, საპასუხოდ   რელიგიის საქმეთა დირექტორატის პრეზიდენტმა  საქართველოს მთავრობის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება  გამოხატა მუსლიმი თემის ფინანსურ და ეკონომიურ საკითხებში დახმარებისათვის და მუსლიმთა უფლებების დაცვისათვის, აღინიშნა, რომ მსგავსი დადებითი მდგომარეობა მუსლიმ თემს ბევრ ქვეყანაში არ გააჩნია, გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ის ძმური ურთიერთობები რაც თურქეთსა და საქართველოს შორის არსებობს, განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ტერორიზმის საწინააღმდეგოდ რელიგიური განათლების აუცილებლობაზე.

ამავე დღეს დიანეთის შენობაში გაიმართა მეორე შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს საგარეო საქმეთა დირექტორატის  ხელმძღვანელ ერდალ ათალაისთან,  სადაც მასპინძელმა მხარემ მიმოიხილა დიანეთის მუშაობის სტრუქტურა, ფუნქციონირების სისტემა და ასევე  რელიგიური განათლების პროგრამები, მხარეებმა ისაუბრეს როგორც ტერორიზმის ისე ისლამოფობიის დაძლევის გამოწვევებზე რეგიონში.


უკან