რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა

შეხვედრა "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან - მაურო მორაბიტოსა და ილეს მუდაევთან.

            შეხვედრაზე, რომელიც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციის ინციატივით შედგა, საუბარი შეეხო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, სტუმრებს გააცნო რელიგიის სააგენტოს შექმნის მიზნები და ამოცანები, ის აქტივობები, რასაც სააგენტო ეწევა ორი მიმართულებით - ადამიანის უფლებათა დაცვის  და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

            სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს ბოლოდროინდელი აქტივობებით და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. კერძოდ: ითხოვეს სააგენტოს ჩართულობა რელიგიურ ორგანიზაციებთან შეხვედრების ორგანიზებაში, ერთობლივი ღონისძიებების მოწყობაში და ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებაში.


უკან