რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა თბილისის ჯუმა მეჩეთში

შეხვედრა თბილისის ჯუმა მეჩეთში

თბილისის ჯუმა მეჩეთში ყურბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გურმუქჩუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ყატარის სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენელი ჰამდან ალ სარფანი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,

            სტუმრებმა მეჩეთში შეკრებილ მრევლს სიტყვით მიმართეს და მუსლიმებისთვის უდიდესი დღესასწაული, ყურბან-ბაირამი - მსხვერპლშეწირვის დღესასწაული მიულოცეს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ სიტყვით გამოსვლისას დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ისლამის საქართველოში არსებული  მოდელი უნიკალურია: „ეთნიკურად განსხვავებული წარმომავლობის, კერძოდ - ქართველი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ქისტი მუსლიმი მრევლის ერთად ყოფნა და მეგობრული თანაცხოვრება მისაბაძია თანამედროვე მსოფლიოსათვის“.


უკან