რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა სომხური ეკლესიის ახალ ხელმძღვანელთან

შეხვედრა სომხური ეკლესიის ახალ ხელმძღვანელთან

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძესა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ახალ ხელმძღვანელთან, არქიმანდრიტ, კირაკოს დავთიანს შორის. შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები და სომხური ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ კირაკოს დავთიანს მიულოცა სომხური ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის ახალ მეთაურად არჩევა, მან სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, საქართველოს სახელწმიფოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკის, კერძოდ კონფესიების დაფინანსების, საკულტო შენობა ნაგებობების გადაცემისა და სხვა პროექტების შესახებ, რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ორგანიზაციების წარმატებულ ფუნქციონირებას.

არქიმანდრიტმა კირაკოსმა სააგენტოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისათვის და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიას 2002 წლიდან ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ხელმძღვანელობდა და ის 2019 წლის 15 ივნისს არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ჩაანაცვლა, იგი 1982 წელს, ქალაქ თბილისში დაიბადა, მოღვაწეობდა საქართველოში, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სომხურ თემში, ასევე, რუსეთში.


უკან