რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებთან

შეხვედრა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებთან

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებსა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის პედაგოგიურ კოლექტივს უმასპინძლეს და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერ-რელიგიური კალენდრები გადასცესსაჩუქრად.

 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე, თავმდჯომარის მოადგილე,  რატი იონათამიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჩი ბერაია. დეპუტატები დაინტერესდნენ უსინათლოთა კავშირისა და 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონის საჭიროებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით და გამოწვევებით.

შეხვედრის მიზანი უსინათლო ადამიანთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და შშმ პირთა საზოგადოებაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ  სააგენტო უკვე მეხუთე წელია, რაც ინტერ-რელიგიურ კალენდარს გამოსცემს, ხოლო ამ კალენდრის ბრაილის შრიფტით დამზადება ხაზს უსვავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას.


უკან