რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსთან

შეხვედრა საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსთან

2017 წლის 7 ნოემბერს რელიგიის საკითხთა სააგენტოში შედგა შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოს ჰანს იოჰან კიდერლენს შორის.

       ვინაიდან ეპისკოპოსი ასრულებს თავის 9 წლიან მოღვაწეობას საქართველოში, შეხვედრა გამოსამშვიდობებელ ხასიათს ატარებდა. საუბარი შეეხო სააგენტოსა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმატებულ და პროდუქტიულ ურთიერთთანამშრომლობას. ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა სააგენტოს დადებით როლს რელიგიურ გაერთიანებებთან ურთიერთობის საქმეში და სააგენტოს მიერ გაწეულ დახმარებას, ქ. თბილისში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა ნაგებობების ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხში.

       შეხვედრის დასასრულს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ეპისკოპოსს და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ეპისკოპოს მარკუს შოხთან, რომლის კურთხევა 12 ნოემბერს მოხდება, ურთიერთობა ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც აქამდე იყო. უახლოეს დღეებში იგეგმება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მარკუს შოხთან.


უკან