რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა საბერძნეთის ახალ ელჩთან

შეხვედრა საბერძნეთის ახალ ელჩთან

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საბერძნეთის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ დიმიტრის კარაბალისს შეხვდა.

            ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების შესახებ ძირითადი ცნობები, მათი დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების მექანიზმები, ასევე რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და ახალი პროექტები, თავმჯდომარემ ახალ ელჩს წარმატებები უსურვა და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

            საბერძნეთის ელჩმა დიდი მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის და აღნიშნა - „საქართველო მისი გეორგაფიული მდებარეობის გათვალისწინებით არის სამაგალითო ქვეყანა, ამის მაგალითია ის თუ როგორ თანაცხოვრობენ განსხვავებული რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები ერთ ქვეყანაში.“ მისივე განცხადებით, იგი მუშაობდა სტრასბურგში, ევროპულ სასამართლოში და კარგად იცნობს ევროპული ქვეყნების  სასამართლოს გადაწყვეტილებებს რელიგიის თავისუფლების შესახებ, ამ მიმართულებით საქართველოს კარგი მაჩვენებელი აქვს.

შეხვედრის დასასრულს,  საბერძნეთის ელჩმა გამოთქვა სურვილი სააგენტოს საქმიანობაში, პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიური ჩართულობის შესახებ.


უკან