რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თბილისის კრიშნას ცნობიერების ტაძრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კორდინატორი, იოსებ კაპანაძე და ლიტვის კრიშნას ცნობიერების ტაძრისა და ლიტვის წმინდა სახელის მონასტრის წინამძღვარი (ლიტვაში მოღვაწე ფინური წარმოშობის ბერი), ანანდა ვარდხანა ესტუმრნენ.

სტუმრებმა შეხვედრა გამართეს სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესთან. ლიტველი სტუმარი დაინტერესდა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობით, რელიგიური მრავალფეროვნებისა და თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევებით.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს დეტალურად გააცნო საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბოლო წლებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ამ თვალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თამჯდომარეს მასპინძლობისა და საინტერესო საუბრისთვის.


უკან