რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებთან

შეხვედრა ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებთან

ისრაელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები ქალაქ გერცელიაში შეხვდნენ ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებს: რაბინი ცხაკ მოძღვრიშვილს, რაბინ შაბთაი მიხელაშვილს, რაბინ აარონ ელაშვილს, რაბინ ბენციონ მიხელაშვილს, რაბინ რაფაელ ჩიკვაშვილს დაქართველ- ებრაელ რაბინთა გაერთიანების თავმჯდომარე სბატონ თამაზ სეფიაშვილს.

შეხვედრა ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს წევრებთან გულთბილ და ემოციურ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. რაბინებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მათი სინაგოგების მოვლა-პატრონობისათვის, ასევე, თბილისში უნიკალური ებრაული მუზეუმის გახსნისათვის, ასევე- ონისსინაგოგის 120 წლისათვისა და ახალციხის სინაგოგის 275 წლისთავის იუბილეების აღნიშნისათვის.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები. რაბინემბა მოიწონეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო ნაგებობების გადაცემის კუთხით. მათი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა რელიგიის სააგენტოს მიერ შემუშავებულმ აინტერრელიგიურმა კალენდარმა. გამოითქვა მოსაზრებები ერთობლივ პროექტების განხორციელების თაობაზე ბათუმსა და თბილისში. დასასრულ, დაიგეგმა ქართველ ებრაელ რაბინთა საბჭოს ერთიანი წარმომადგენლობის სტუმრობა საქართველოში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ისრაელში დასრულდა.


უკან