რწმენა თავისუფლების აქტია!

ახალი ამბები

შეხვედრა პოლონეთის სეიმის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარესთან

შეხვედრა პოლონეთის სეიმის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარესთან

პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, პოლონეთის სეიმის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარეს - სტანისლავ პიეტროვიჩს შეხვდა.

შეხვედრას სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - დავით დავითაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში - ილია დარჩიაშვილი და მისი მრჩეველი - ნათალია თოფჩიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვერაზე ზაზა ვაშაყმაძემ პოლონურ მხარეს გააცნო საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხთ არსებული სამართლებრიბი გარანტიები და სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა. სააგენტოს თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობა, ისაუბრა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური ზიანის  ანაზღაურების სახელმწიფო მექანიზმის შესახებ.

სტანისლავ პიეტროვიჩის განცხადებით,  საქართველო პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა და მათ მსგავსი ისტორიული გამოცდილება აერთიანებს, იგი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ევროინტეგრაციის გზაზე. აგრეთვე მან აღნიშნა, რომ ნატოს ასამბლეის ფორმატში ცოტა ხნის წინ ვიზიტით იმყოფებოდა საქათველოში.

პოლონეთის სეიმის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძეს მიაწოდა ინფორმაცია პოლონეთის რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და ზოგადი საკანონმდებლო პოლიტიკის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო  სკოლებში რელიგიური განათლების საკითხებსა და პოლონეთის რესპუბლიკის სპეციალურ კანონონს რელიგიისა და აღმსარებლობის შესახებ.


უკან